ვალუტა

EUR
1
EUR
3.7545
Down 0.0113
RUB
100
RUB
4.3140
Down 0.0181
USD
1
USD
3.1566
Down 0.0087

ამინდი

img ყვარელი 21 - 38 °C
img ბათუმი 20 - 25 °C
img ქუთაისი 19 - 31 °C
img თბილისი 21 - 36 °C

შემოგვიერთდი Facebook-ზე

თაფლი

უნიკალური სამკურნალო და პროფილაკტიკური საშუალებაა: ის აუმჯობესებს ჯანმრთელობას, მატებს ძალას და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.  ძველი მოაზროვნეები, თაფლს უწოდებდნენ ჯანმრთელობის და დღეგრძელობის ელექსირს.  გამოჩენილი, ძველი ბერძენი მათემატიკოსი,  პითაგორა ამტკიცებდა, რომ მან იცოცხლა ღრმა მოხუცებულობამდე, რადგან საკვებად მუდმივად ღებულობდა თაფლს. .

ხოლო  ძველი ბერძენი ფილოსოფოსი დემოკრიტე რომელმაც იცოცხლა 110წელი ამბობდა, რომ ჯამრთელობის შენარჩუნებისათვის ორგანიზმი მუდმივად უნდა იკვებოს თაფლით. სენატორმა პოლი რუმელმა იულიუს ცეზარის კითხვას, რისი მეშვეობით გადააბიჯა მან სიცოცხლის100წლის ზღვარს, მოკლედ უპასუხა : „თაფლი -შინაგანად“.  
ასევე გამოჩენილი ექიმ-ნატურალისტი ავიცენა ყოველთვის აღნიშნავდა რომ : „თუ გინდათ შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა აუცილებლად მიირთვით თაფლი“.  ძველ ჩინეთში თაფლის თვისებებზე წერდნენ: „თაფლის ხანგრძლივი გამოყენება აჯანსაღებს სულს,აძლევს სიმსუბუქეს სხეულს , ინარჩუნებს ახალგაზრდობას და ახანგრძლივებს სიცოცხლეს “.  
ძველად ხალხი თაფლს იყენებდა ბალზამირებისთვის რაც მიანიშნებს მის ბაქტერიოციდულ თვისებებზე. ხოლო ძველი მოაზროვნე და ექიმი ჰიპორკატე ძალიან ფართოდ იყენებდა პრაქტიკაში თაფლს როგორც სუფთა სახით, აგრეთვე სხვადასხვა სამკურნალო მცენარეებთან ერთად.  
ამასთანავე მუდმივად გახსოვდეთ ძველი ხალხური სიბრძნე: „თაფლი ტკბილია ზომიერების ფარგლებში , მაგრამ  თუ ბევრს მიიღებ მაშინ თაფლიც მწარედ მოგეჩვენებათ“.

                                                                                                                                            © Imperveti საქართველო 2018